შპს „მობიტელის“ გენერალური დირექტორი
სერგეი დაიბადა 1974 წლის 25 მარტს
სტავროპოლში.
1995 წელს წარჩინებით დაამთავრა სტავროპოლის უმაღლესი
საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა რუსეთის
ფედერაციის მთავრობასთან არსებულ ეროვნული მეურნეობის აკადემიაში,
სადაც 2003 წელს მიიღო საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.
სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ლიდერობის, მოტივაციის, პერსონალის
მართვის, ორატორული ხელოვნების, სტრატეგიული დაგეგმვისა და
მარკეტინგის საკითხებზე ტრენინგებში რუსეთსა და ევროპის ზოგიერთ
ქვეყანაში.
სერგეის მმართველობითი კარიერა დაიწყო 1999 წელს
კომერციული დირექტორის თანამდებობაზე დახურულ სააქციო საზოგადოება
„სტავტელესოტში“, სადაც მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა გაყიდვების,
მარკეტინგის, აბონენტთა მომსახურების, პროდუქტების შემუშავებისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექციები. მუშაობის ოთხი წლის
განმავლობაში მან გამართა სადისტრიბუციო ქსელი, აამოქმედა ორი
შვილობილი კომპანია და რამდენიმე ოფისი.
2003 წლის ივლისიდან სერგეი ზაკურაევი კომპანია „ვიმპელკომში“ მუშაობს
და თანამიმდევრულად იკავებს სამხრეთ რეგიონის კომერციული დირექტორის
(„ბილაინი“ ბაზრის წილის მიხედვით მეორე ადგილზე გაიყვანა),
სტავროპოლის ფილიალის დირექტორის (წარმატებით განახორციელა ფილიალის
შერწყმა დახურულ სააქციო საზოგადოება „სტავტელესოტთან“) და დონის
როსტოვის ფილიალის დირექტორის (აამოქმედა 3G და FTTH ქსელები)
თანამდებობებს.
2008 წლის ოქტომბერში სერგეი დაინიშნა კომერციულ დირექტორად ღია
სააქციო საზოგადოება „ვიმპელკომისა“ და „GTel“-ის ერთობლივ საწარმოში
– JVS „GTel-Mobile“- ში, რომელიც „ბილაინის“ ბრენდის სახელით
მოქმედებდა ვიეტნამში, სადაც შექმნა ახალი კომპანიის კომერციული
დირექცია.
2011 წლის იანვრიდან მუშაობდა რეგიონალური
განვითარების დირექტორის თანამდებობაზე შპს „იუნიტელში“, სადაც
სერგეის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა „ბილაინის“
საფლაგმანო სალონების ქსელი, რამაც საგრძნობლად შეუწყო ხელი აქტიური
სააბონენტო ბაზის ბაზრის წილის 30%-მდე გაზრდას, უზბეკეთის ორ ოლქში
კი „ბილაინი“ ბაზრის ლიდერი გახდა.
სერგეი ზაკურაევს მინიჭებული აქვს „ვიმპელკომის“ უმაღლესი
კორპორაციული ჯილდო – „ბრილიანტის ფუტკარი“.
2011 წლის დეკემბერში შპს „მობიტელის“ გენერალურ დირექტორად
დაინიშნა.
სერგეი დაქორწინებულია, ზრდის ორ ვაჟს.
ფლობს ინგლისურ ენას, გატაცებულია სნოუბორდინგითა და დაივინგით.
