
შპს «მობიტელი» – ქართული GSM
ოპერატორი კომპანიაა.
«მობიტელი» ფლობს ლიცენზიას
საქართველოს ტერიტორიაზე GSM-1800 სტანდარტის ფიჭური მომსახურების
განხორციელების უფლებით. კომპანია 2003 წლის ნოემბერში დაარსდა,
მაგრამ კომერციულ საქმიანობას არ ახორციელებდა.
2005 წლის 16 დეკემბერს
«მობიტელმა», როგორც სს «ვიმპელკომის» შვილობილმა კომპანიამ, შეისყიდა
GSM-1800 სტანდარტით არსებული რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენების
უფლების ლიცენზია.
სს «ვიმპელკომს» შპს «მობიტელის»
აქციათა 51% ეკუთვნის. კომპანიის ჯგუფში გაერთიანებულია: რუსეთის,
ყაზახეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, სომხეთის და
საქართველოს GSM ოპერატორი კომპანიები. კომპანია «ვილპელკომის»
მომსახურება ვრცელდება ტერიტორიაზე სადაც 240 მილიონი ადამიანი
ცხოვრობს.
სს «ვიმპელკომი» გახდა პირველი რუსული კომპანია რომლის აქციებიც
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) VIP ინდექსით იყიდება.
|